მკვლევარი

ემილ ავდალიანი

აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი

emilavdaliani@yahoo.com

ბიოგრაფია

ემილ ავდალიანი „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორია და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა ბიზანტიის და სასანური ირანის სამხედრო სტრატეგიას გვიან ანტიკურ ხანაში. ემილ ავდალიანი ამჟამად ასწავლის ისტორიას და საერთაშორისო ურთიერთობებს ევროპის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი მონოგრაფია, მათ შორის მისი ბოლო ნაშრომი - New World Order and Small Regions: The Case of South Caucasus.

ამასთან ერთად, ემილ ავდალიანი მუშაობს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ირანის, თურქეთის და ჩინეთის საგარეო პოლიტიკა.

ემილ ავდალიანი მუშაობდა ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში. ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ ქართულ (Georgia Today) და უცხოურ გამოცემებში (CEPA, RUSI, Caucasuswatch.de და ა.შ.).

იგი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ჩინურ, სპარსულ და ქურთულ ენებს.
 

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება

25 სექ. 2020
ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესების პერსპექტივებსა და იმაზე, სავარუდოდ რა გავლენა შეიძლება იქონიონ მათ საქართველოზე “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის არა-რეზიდენტ მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნეს, თსუ-სა და ილიაუნის ლექტორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.  ...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - ალბათობა, რომ საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, დაბალია, ნახიჩევანის დერეფანი მინიმალური ტრანზიტისთვის იქნება განსაზღვრული და არა რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდისთვის

7 დეკ. 2020
ყარაბაღის ომის შედეგებზე აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის, ასევე იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ომის შედეგები სამხრეთ კავკასიაზე, რუსეთისა და თურქეთის როლზე რეგიონში, ასევე იმაზე, რამდენად შეიცვალა სამხრეთ კავკასია ყარაბაღში განვითარებული პროცესების ფონზე და რამდენად შეიტ...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - დიდი ალბათობით, აფხაზეთის რკინიზგის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენაზე თბილისის პოზიცია უცვლელი დარჩება

15 თებ. 2021
ყარაბაღში რუსული სცენარით მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე, ყარაბაღთან დაკავშირებით რუსულ ხედვებსა და გეგმებზე, თუ რა გავლენას ახდენს იქ მიმდინარე პროცესები სომხეთის შიდა პოლიტიკაზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში ირანის გააქტიურების მიზეზებზე, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა ექნება...
სრულად წაკითხვა

ახალი გეოპოლიტიკური რეალიები სამხრეთ კავკასიაში

6 აპრ. 2021
ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მართალია ამ მომენტისთვის რთულია იმის თქმა რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს ცვლილებები, ერთი რამ ნათელია - შეცვლილი ვითარების გაანალიზება საჭიროა, მითუმეტეს ისეთ არასტაბილურ რეგიონში,...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება, მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია

13 აპრ. 2021
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების თავისებურებებსა და იმაზე, სავარუდოდ რა კავშირშია ახლა დონბასა და უკრაინა-რუსეთის საზღვრის მიმდებარედ რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან, “ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაცია „ჯეოქ...
სრულად წაკითხვა

ანტი-ლიბერალიზმი და ახალი პოლიტიკური წესრიგი სამხრეთ კავკასიაში

29 აპრ. 2021
ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიის მზარდი მიბმა მიმდინარეობს მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან. ყველაფერი სირიის სამოქალაქო ომიდან დაიწყო, როდესაც სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების კუთხით პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტთან ჩვენი რეგიონიდან იქ წას...
სრულად წაკითხვა

საქართველო პოსტ-ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში

10 ივნ. 2021
ამ წერილში საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტი კითხვა იქნება, ვიდრე გაცემული პასუხი. სტატიის მიზანს კი, ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში,  ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობის დაწყება წარმოადგენს.   ჩვენ პოსტ-ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში ვცხოვრობთ. პოსტ...
სრულად წაკითხვა

საქართველო ახალი საგარეო პოლიტიკური ხედვის ძიებაში

19 ივლ. 2021
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ეპოქა იწყება. ფიქსაცია დასავლეთზე ადგილს უთმობს მეტ რეალიზმს. დღის წესრიგში ნელი ტემპებით მრავალვექტორული პოლიტიკის გატარების ტენდენციები ჩნდება. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალია და მათ შორის უპირველესი კი ალბათ ის პრობლემებია, რომელი...
სრულად წაკითხვა

სამხრეთ კავკასია და ახალი იერარქიული წესრიგი

27 სექ. 2021
ბოლო დროს საქართველოში ხშირად ისმის კითხვა იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ისევ იკვეთება ტენდენცია „ან დასავლეთთან, ან რუსეთთან“. რეალობა კი შესაძლოა უფრო მეტად ნიუანსური იყოს  ქვეყანა არც დასავლეთთან, არც რუსეთთან იქნება. ჩვენ, შესაძლოა, მრავალვექტორული საგარ...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინიციატივებში კოლექტიური დასავლეთი მინიმალურ, ან საერთოდ არანაირ როლს არ შეასრულებს, ინიციატივა რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელში იქნება

11 ოქტ. 2021
„ინტერპრესნიუსის“ ინტერვიუ „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორთან , ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ ემილ ავდალიანთან აზერბაიჯან-ირანს შორის დაძაბულობის მიზეზებზე, იმაზე, სავარაუდოდ, ახლა რატომ გამოთქვამს მოსკოვი მზაობას გააქტიუროს ქმედებები სამხრეთ კავ...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - არ ვთვლი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ნატოს გაფართოების შიშით მოქმედებს, კიევმა უარი რომც თქვას ალიანსში გაწევრიანებაზე, მოსკოვის ინტერესი უკრაინისა და საქართველოს მიმართ არ შემცირდება

17 დეკ. 2021
საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.   - ბატონო ემილ, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს,...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - ევროპაში სამიტების სერიამ კიევს და განსაკუთრებით მოსკოვს ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთობა უჩვენა, ამერიკა ისევ ლიდერია, რომელიც ყველა საკითხზე მუშაობს ევროპელ და აზიელ მოკავშირეებთან

26 მარ. 2022
უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ვაშინგტონის ნატოს, ევროკავშირის, G7-ის, ევროპული საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რამდენად ეფექტური და საკმარისია ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ა...
სრულად წაკითხვა

საქართველო და ახალი წესრიგი სამხრეთ კავკასიაში

20 ივლ. 2022
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ეტაპი იწყება. ომი უკრაინაში, სომხეთსა და თურქეთს შორის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების კონკრეტული ნიშნები, ისევე როგორც უფრო გლობალურ დონეზე, რუსეთ-დასავლეთის და ჩინეთ-დასავლეთის დაპირისპირებები, საქართველოს...
სრულად წაკითხვა

საქართველო ახალი როლის ძიებაში

26 სექ. 2022
საქართველო ისტორიული შესაძლებლობების გზაგასაყარზე დგას, რომლის სწორად გააზრება ქვეყანას, ხარისხობრივად უკეთეს გეოპოლიტიკურ პოზიციაში აღმოჩენის შანს მისცემს. დღეს, ქვეყანა გარშემორტყმულია ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური გეოპოლიტიკური კრიზისით. აზერბაიჯანსა და სომხეთ...
სრულად წაკითხვა

ემილ ავდალიანი - აზერბაიჯან-სომხეთს შორის ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში, ეს არამდგრადობა რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევია

3 იან. 2023
საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს და „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.   - ბატონო ემილ, ფაქტია, რომ 2022 წლის უმთავრესი ამბავი 24 თებერვლს უკრაინის წინააღმდ...
სრულად წაკითხვა

საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული

6 თებ. 2023
ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე გეოპოლიტიკური პროცესის გამოყოფას, რომელიც დღეს საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ახდენს გავლენას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს ტენდენციები უფრო ხანგრძლივი ხასიათისაა და ხშირად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობ...
სრულად წაკითხვა