განათლების საკითხების მკვლევარი
garziani@geocase.geგიორგი არზიანი განათლების ადმინისტრირების სპეციალისტია, რომელსაც განათლებისა და პროექტების მართვის სფეროში მუშაობის 6 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.
გიორგი არზიანი მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, პასუხისმგებელია საკანონმდებლო პროცესზე, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვაზე, ასევე კვლევებისა და მოკვლევების ჩატარების პროცესზე. საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას, შემოთავაზებული ცვლილებების გავლენის შეფასებას, განსახორციელებელი პროექტების შესახებ დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებას, განხილვების პროცესის გამჭირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას, დიალოგის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და არასამთავრობო, დარგობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას საერთო პროექტების განხორციელების მიზნით.
გიორგი არზიანს საქართველოს პარლამენტში მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთი საზედამხედველო ინსტრუმენტების დანერგვაში, როგორიცაა თემატური მოკვლევა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება და პარლამენტის მიერ მიღებული აქტების აღსრულების კონტროლი. ის საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში.
მისი პროფესიული ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს ზოგადი განათლება, კერძოდ, მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების განვითარება, სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება ყველა ბავშვისთვის მაღალი ხარისხის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პროცესში. ამასთანავე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონის სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებთან და საჭიროებებთან შესაბამისობა.
გიორგის მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების ადმინისტრირებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი - თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.