გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
bpalavandishvili@geocase.geბაქარ ფალავანდიშვილი „ჯეოქეისი“-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და მთავარი იურიდიული მრჩეველია. იგი, ასევე 10 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტია ქართულ იურიდიულ ფირმაში MKD Law.
მისი პრაქტიკა მოიცავს სამართლის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სახელშეკრულებო, სამეწარმეო, შრომით, საიმიგრაციო და სხვა დარგებს, თუმცა იგი ძირითად კონცენტრირებულია კონკურენციის სამართალზე, საერთაშორისო დაბეგვრასა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. 2019 წელს იგი დასახელებულ იქნა, როგორც მომავალი თაობის იურისტი Legal 500-ის (Contract, Corporate and M&A 2019) მიერ.
ბაქარ ფალავანდიშვილს მოპოვებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან. იგი სწავლობდა ინგლისურ სამართალს ჩესტერის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) და გაიარა სამაგისტრო თემის კვლევის პროგრამა საერთაშორისო კომერციულ სამართალში სევილიის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
ბაქარ ფალავანდიშვილს, აგრეთვე, ეკავა საქართველოს სარეკლამო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია და წარმოადგენდა ორგანიზაციის ინტერესებს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან. იგი, ასევე, იყო მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის და მართვის სკოლებში საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში.
იგი არის ავტორი რამდენიმე პუბლიკაციისა ისეთი პერიოდული გამოცემებისათვის, როგორიცაა Thomson Reuters, LexisNexis, Data Guidance, Georgia Today და სხვა კონკურენციის, პერსონალური მონაცემების და სხვა საკითხებზე.
სამართლის გარდა, ბაქარ ფალავანდიშვილი დაინტერესებულია ინდუსტრიული ორგანიზაციის, სტრატეგიული მენეჯმენტის, საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული საკითხებით.