„ჯეოქეისი“ ინდურ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან - DAKSHIN თანამშრომლობას იწყებს

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ინდური კვლევითი ორგანიზაციის - Research and Information System for Developing Countries (RIS) - გლობალური სამხრეთის ცენტრს (DAKSHIN) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. 
 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, პოლიტიკის ერთობლივი კვლევების წარმოებას, შესაბამისი გადაწყვეტილებების განვითარებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას; ასევე, ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ორივე ორგანიზაცია ადვოკატირებას გაუწევს გამოცდილების გაცვლა-გაღრმავებას, უნარების გაძლიერებასა და ცოდნის გავრცელებას.  
 

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და RIS-ის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა საჩინ ჩატურვედიმ.
 

„მოხარულები ვართ DAKSHIN-თან თანამშრომლობის წამოწყებისა. ჩვენი ექსპერტიზისა და რესურსების გაერთიანებით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მდგრადი განვითარებისკენ და ხელს შევუწყობთ გლობალური სამხრეთის საზოგადოებათა გაძლიერებას, "- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: