ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრის STEM-ის მიწვევით სიტყვით გამოვა ვებინარზე „საქართველო და აზერბაიჯანი ცვალებად სამყაროში: უსაფრთხოება, ეკონომიკა და რეგიონული ინტეგრაციის გზები“.
ღონისძიება, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება თავს მოუყრის ქართველ და აზერბაიჯანელ ანალიტიკოსებს რეგიონული დღისწესრიგის მნიშვნელოვანი გამოწვევების განსახილველად.
ვიქტორ ყიფიანის გამოსვლა შეეხება თემას – „რეგიონული ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში — გამოწვევები და შესაძლებლობები“. იგი რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში ორმხრივი თანამშრომლობის როლზე ისაუბრებს და პოტენციურ სტრატეგიულ მიმართულებებს პარტნიორობის თვალსაზრისით.
ვებინარი შეეხება სამხრეთ კავკასიის დინამიურ ცვლილებებს გლობალური ტრანსფორმაციის კონტექსტში და ფოკუსირებული იქნება ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაფართოებაზე და მდგრადი რეგიონული ინტეგრაციისათვის რეალური გზების მოძიებაზე.