ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ მკვლევრის პოზიციაზე მადელინ დარლი შემოუერთდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მას მკვლევრის პოზიციაზე მადელინ დარლი შემოუერთდა. მადელინი  ბირმინგჰემის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. სწავლობდა ტალინის (ესტონეთი) და საქართველოს უნივერსიტეტებში, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა ცოდნა რეგიონული საკითხების მიმართულებით.
 

მისი აკადემიური და პროფესიული ინტერესები მოიცავს იდენტობისა და კონფლიქტის კვლევებს, საფრთხის შემქმნელი ფაქტორების კლასიფიკაციას, პოლიტიკური ნარატივების ანალიზს, ასევე კონფლიქტის პროგნოზირებასა და პრევენციას. აღნიშნული საკითხები „ჯეოქეისის“ საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია ინფორმირებული პოლიტიკისა და სტრატეგიული ანალიზის განვითარების თვალსაზრისით.
 

მადელინ დარლი კორპორაციული დაზვერვის მიმართულებით უფროს მკვლევრადაც მუშაობს, მისი სპეციალობა მოიცავს ფინტექისა და სპორტის დაფინანსების საკითხებს. მადელინის საქმიანობა ხელს უწყობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის ანალიზის, რისკებისა და რეპუტაციის მართვის, და მდგრადობის ინიციატივების შემუშავების საფუძველზე. იგი ფლობს მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებასაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მიმართულებით, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.
 

„მოხარულები ვართ, რომ მადელინი „ჯეოქეისის“ გუნდს შემოუერთდა. გვჯერა, რომ მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენი ცენტრის კვლევით და ანალიტიკურ საქმიანობას,“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: