"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ბიზნესპარტნიორში“ ჩინეთიდან წარმოების გადმოტანის შესაძლებლობებზე ისაუბრა

ავტორი:

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  "დიდი შესაძლებლობებისა და თამამი გადაწყვეტილებების დროა".  მან აღნიშნა: „ჩინეთში მოქმედი ამერიკული კომპანიების 80 პროცენტი ფიქრობს, რამდენად შესაძლებელია ჩინეთში ინვესტიციების განხორციელება მომავალში. კომპანიების 70% ამბობს, რომ იფიქრებენ ალტერნატიულ შესაძლებლობებზე. ასევე, უნდა ითქვას, რომ ალბათ ერთი პროცენტი გადაიტანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის ინვესტიციებს, შესაბამისად, აქ იხსნება ისტორიული ფანჯარა ჩვენთვის“. „ევროატლანტიკური ერთობა გულისხმობს იმას, რომ ხშირად ამერიკული კომპანიების მიდგომას ითვალისწინებენ ევროპული კომპანიებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი დაიცლება“ - დასძინა მან. 


ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „წარმოების გადმოტანის რამდენიმე მოდელი განიხილება. პირველ რიგში, დაწინაურებულები არიან აზიის ქვეყნები, როგორებიცაა: მალაიზია, კამბოჯა, ვიეტნამი, ინდოეთი. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა და მუშახელი, როგორიც ჩინეთს გააჩნია. ასევე, სხვა ალტერნატივებზეც არის საუბარი თურქეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სახით.“


ვიქტორ ყიფიანის თვალთახედვით, საქართველოში წარმოების გადმოტანის შესაძლებლობების შესაქმნელად განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ფისკალურ და არაფისკალურ შეღავათებზე. შესაძლებელია, რამდენიმე ბაზართან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ინტეგრირება. მან საინვესტიციო პასპორტის პერსპექტივასა და სპეციალური ეკონომიკური ზონების კონცეფციის სრულყოფაზეც  ისაუბრა. 

 


თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ 

გააზიარე: