„ჯეოქეისის“ მკვლევარმა ბაჩო თორთლაძემ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები PosTV-ის გადაცემა „პოლიტიკური პოსტის“ ეთერში მიმოიხილა

წინასაარჩევნოდ შექმნილი კოალიციების შესახებ საუბრისას მკლევარმა აღნიშნა: -„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციური პარტიები გარდა სახელისუფლებო ძალისა კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან, შესაბამისად, ასეთი ტიპის სტრატეგიული ნაბიჯები ამომრჩეველთა ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის მოსაზიდად არის გათვლილი, რადგან ნაკლებად წარმოსადგენია ამ სტრატეგიამ გაამართლოს ხელისუფლების მხარდამჭერთა გულის მოსაგებად.“


საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის გამოწვევებზე საუბრისას „ჯეოქეისის“ მკვლევარმა განმარტა, რომ დეზინფორმაციის საპირისპიროდ ყველაზე კარგი გამოსავალი სიმართლის დაპირისპირებაა. „საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს საშუალებას, რომ საქმიანი რეპუტაციის დარღვევისთვის პირმა იდავოს სასამართლოში და სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი კულტურის ნაწილი, რომ აღნიშნული შემთხვევები არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე და მოვაქციოთ სამართლებრივ ჩარჩოში“,- განაცხადა ბაჩო თორთლაძემ.


„ეუთოს რეკომენდაციის მიხედვით, მნიშნელოვანია მედიის მხრიდან მეტი ანალიტიკა რომ ამომრჩევლებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. „ის პოლიტიკა, რაც ქართულ მედიასივრცეშია - მთავარი თემების შექმნა კონკრეტული პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციის მცდელობით, ხელს არ შეუწყობს საზოგადოებისა და მედიის განვითარებას, ვერ დაეხმარება ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, აღნიშნა თორთლაძემ.

იხილეთ ჩანაწერი 

გააზიარე: