ამერიკული სანქციები ირანს

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ირანისადმი დაწესებული სანქციები Euronews Georgia-ს ეთერში შეაფასა.

„თეთრი სახლის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში იკითხება ის ხაზი, რასაც აღმოსავლეთში აშშ-ს ადმინისტრაცია მისდევს. ერთი გარემოება ეს არის ირანის, როგორც რეგიონალური შესაძლო ჰეგემონის მაქსიმალური შევიწროება, ხოლო მეორე- დიპლომატიური სამშვიდობო პროცესი, რამაც ბოლო პერიოდი თავი იჩინა ისრაელსა და რიგ არაბულ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

როგორც „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ  აღნიშნა, კონცეფტუალურად, თეთრი სახლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ევროპული ქვეყნებისთვის არის წინააღმდეგობრივი, ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ რეგიონალურ პოლიტიკასთან მიმართებაში ლოგიკურად ჯდება კონტექსტში.
 

იხილეთ კომენტარი სრულად

გააზიარე: