“ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სომხეთ- აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი კონფლიქტი "რადიო იმედის" ეთერში მიმოიხილა

„მიმდინარე ცხელ ფაზაში აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის ეთნიკური კონფლიქტი, თურქული ელემენტის გაჩენით, ასევე რუსეთისა და ირანის გააქტიურებით გადაიზარდა გეოპოლიტიკური კონფლიქტის კატეგორიაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ერთადერთი კონფლიქტი იყო, რომელიც აქამდე ეთნიკურობით გამოირჩეოდა“,-აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.


„საერთაშორისო ტერორიზმის საკითხის შემოტანა სომხური მხარის მიერ მიზნად ისახავს აღნიშნული კონფლიქტის სხვა მასშტაბში გადაყვანას, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოწვევად გადაქცევას. ეს არის იდეოლოგიური ფონი, რომელიც ამგვარ კონფლიქტებს მუდამ თან სდევს“,-განაცხადა ყიფიანმა.


კონფლიქტის რეგიონულ ჭრილში მიმოხილვისას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ერდოღანმა უარი თქვა მისი ადმინისტრაციის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულ რეგიონულ პოლიტიკაზე და მეზობლებთან რიტორიკა შეცვალა. „ნულოვანი პრობლემა მეზობლებთან“,- "ასე უწოდებდნენ თურქეთის მრავალწლიან პოლიტიკას, რაზეც ერდოღანი თანდათანობით უარს ამბობს...", - განაცხადა ყიფიანმა.


„მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ სწორი განცხადება გაკეთდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებისას, საქართველოს მზაობის შესახებ, უმასპინძლოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და ამით ხელი შეუწყოს დიალოგის  დაწყებას.  ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვენიშნა თავი რეგიონის დიპლომატიურ რუკაზე, რადგან სწორედ საქართველომ  უნდა შეასრულოს ისტორიული, პოლიტიკური, ხალხთა შორის ხიდის ფუნქცია, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება “,-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

იხილეთ ინტერვიუ
 

გააზიარე: