ვიქტორ ყიფიანი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ავტორი:
გადმოწერეთ PDF ფაილი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი აშშ-ში არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში საგარეო პოლიტიკის სამომავლო სტრატეგიებზე ბევრად ნაკლები ითქვა, ვიდრე საშინაო პოლიტიკის გეგმებზე.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კანდიდატების ხედვები მეტწილად განსხვავებულია, თუმცა კიბერუსაფრთხოებასა, კონტრტერორიზმთან და ჩინეთთან მიმართებაში მათი ხედვა მსგავსია. ასევე,  ორივე კანდიდატი მხარს უჭერს, რომ აშშ-მ დაასრულოს უსასრულო ომები, გამიჯნოს, თუ რა არის მისი პირველადი ინტერესის გეოგრაფია და მეორადი,  ე.წ. პერიფერიული ინტერესის გეოგრაფია.

 

„აშშ-ს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ჩინეთი დასახელებულია ნომერ პირველ მეტოქედ, ის არის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკური ჰეგემონი,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

თუ როგორი  უნდა იყოს სამომავლო კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსი შავი ზღვის რეგიონის მიხედვით, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა  სიტუაციური პარტნიორობა შეიქმნას, რომელიც გააერთიანებს როგორც ნატოს წევრებს,  ისე ნატოსა და შეერთებული შტატების პარტნიორებს.

გააზიარე: