ვიქტორ ყიფიანი ისრაელსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენების შესახებ

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, ისრაელსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენები „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა.


ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის საწყის ეტაპზე გამორჩეული სიმწვავით განვითარებულ მოვლენებზე.

 
„აქ არის სიმწვავისა და დაუნდობლობის მაღალი ხარისხი, რასაც ხელს უწყობს, ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც უკვე არაერთი წელია ღაზას სექტორში სიტუაციას აკონტროლებს და ის სამხედრო თვალსაზრისით, უფრო  მომზადებული მოვიდა ამ კონფლიქტში, როგორც იარაღის რაოდენობით, ასევე თვისობრივი მაჩვენებლით“, - განაცხადა ყიფიანმა.


ვიქტორ ყიფიანმა ინტერვიუსას აღნიშნა, რომ ეს კრიზისი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით უჩვეულოა, რადგან დაემთხვა თავად ისრაელში პოლიტიკურ კრიზისსა და სამოქალაქო დაპირისპირებას. მისი თქმით, ამ კონფლიქტს ის ფაქტიც განასხვავებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში არ არის აზრთა ერთობა კონფლიქტისადმი დამოკიდებულების კუთხით.

 

იხილეთ ინტერვიუ სრულად 

გააზიარე: