ემილ ავდალიანის მოხსენება  „საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIX სს.): ისტორია და თანამედროვე გამოწვევები" 

21 მაისს, „ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის, ემილ ავდალიანის მოხსენება  "საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIX სს.): ისტორია და თანამედროვე გამოწვევები" გაიმართა. 

 

სამეცნიერო სემინარს „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან", რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) Georgian Foundation for Strategic and International Studies ორგანიზებით ჩატარდა, მოდერატორობას, ფონდის უფროსი მკლევარი, ვლადიმერ პაპავა უწევდა.

 

დღეს ახალი აბრეშუმის გზის იდეას დიდი ინტერესი ეთმობა და ასევე აქტუალურია საქართველოს, როოგრც ევროპისა და აზიის გამაერთიანებელი სივრცის როლი. სემინარზე განხილული იყო საქართველოს ისტორიული დისკურსი და აბრეშუმის სავაჭრო გზები შუა საუკუნეებსა და ახალ პერიოდში.

 

იხილეთ ლექცია სრულად

გააზიარე: