„ჯეოქეისსა“ და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ ანალიტიკურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ჯეოქეისსა“ და ლონდონში არსებულ ანალიტიკურ ცენტრ - The Council on Geostrategy-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. The Council on Geostrategy მოწოდებულია ხელი შუწყოს როგორც დიდი ბრიტანეთის ინტერესების უკეთ წარმოჩენას, ასევე დიდი ბრიტანეთისა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესების თანხვედრას და მათ ადვოკატირებას.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯეოქეისის“ თავმჯდომრემ ვიქტორ ყიფიანმა და The Council on Geostrategy-ის თანადამფუძნებელმა, ვიქტორია სტარიქ-სამუოლინემ. 


ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში, ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ და განავითარებენ გრძელვადიან თანამშრომლობას საერთო ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად. ისინი, ასევე, განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებს, ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას, იმუშავებენ საერთო კვლევებსა და პუბლიკაციებზე.


„ჩვენთვის პრაქტიკული სარგებელი არის სწორედ, რომ ასეთი ხელწერის პარტნიორი ორგანიზაციის პოვნა დიდ ბრიტანეთში და მასთან თანამშრომლობა. აღსანიშნია, რომ ბრიტანელი პარტნიორები სრულად ფლობენ ინფორმაციას შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ეს კი, შესაძლებლობას მოგვცემს, რეგიონალურ პრობლემატიკასთან ერთად, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები უკეთ გაშუქდეს. ამ მიზანს, ცხადია, მოემსახურება ბრიტანელი კოლეგების კარგი სამუშაო კონტაქტები ქვეყნის საჯარო ინსტიტუტებთან“, აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა. 


საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება „ჯეოქეისს“ საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად შეუწყოს ხელი გლობალური მასშტაბით საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების განმტკიცებას.

გააზიარე: