ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევართა წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევართა წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატის შეხვედრისას განხილულ იქნა გასული წლის შედეგები და დაისახა 2022 წლის ამოცანები. მიმართულებების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მომავალი წლის სამოქმედო სტრატეგია. 


„ჯეოქეისი“ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი მხარდაჭერის მიზანია ამ ინსტიტუტებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ცვალებად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება.


„ჯეოქეისის“ მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები ეფუძნება სიტუაციის რეალისტურ ანალიზსსა და გადაწყვეტილების მიმღებებს პრობლემების გადაჭრის რაციონალურ, ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ გზებს სთავაზობს“,- აღნიშნა შეხვედრაზე „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა. 


„ჯეოქეისის“ გუნდმა დაფუძნებიდან დღემდე 250-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკის პუბლიკაცია გამოაქვეყნა, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ისე საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე. 
 

ანალიტიკური ორგანიზაციის მკლევარებმა წლის ანგარიშზე დაასრულეს მუშაობა, რომელიც ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს აანალიზებს, გასცემს რეკომენდაციებს. 

 

 იხილეთ „ჯეოქეისის“ 2021 წლის ანგარიში 
 

გააზიარე: