The McCain Institute-მა ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური ლიდერების 2023 წლის პროგრამის მონაწილედ შეარჩია


ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" საერთაშორისო მდივანი და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი McCain Institute-ის მიერ შერჩეულ იქნა გლობალური ლიდერების პროგრამის მონაწილედ.


2023 წელს პროგრამის თემას "დემოკრატიის დაცვა" წარმოადგენს და მონაწილეთა შორის საჯარო, კერძო, სამხედრო და არასამთავრობო სექტორის წარმატებული ლიდერები არიან.


„პროგრამის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 ლიდერთან ერთად მექნება შესაძლებლობა, რომ გავაღრმავო ჩემი ლიდერული უნარები და ერთობლივად ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცება. მინდა მადლობა გადავუხადო მაკკეინის ინსტიტუტს 1300 აპლიკანტიდან ჩემი არჩევისთვის.“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: