ალუმნი

ნია ბარამაძე

ალუმნი

n_baramadze@cu.edu.ge

ბიოგრაფია

ნია ბარამაძემ ქართულ–ამერიკული სკოლა წარმატებით, ოქროს მედალზე დაამთავრა. მას მოპოვებული აქვს საერთაშორისო კონფერენციების Intel ISEF და ICYS-ის ჯილდოები. მონაწილეობა მიუღია არაერთ რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ პროექტებში, სადაც არაერთხელ გამხდარა გამარჯვებული.


ნია დაინტერესებულია ხელოვნებით, პოლიტიკით, მეცნიერებითა და ფილოსოფიით. მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ენერგია მუდმივად უნდა იყოს მიმართული ცოდნის გაღრმავების, მოქმედებისა და ცვლილებებისაკენ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. ამჟამად, ნია კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავს, ვინაიდან თვლის, რომ სწორედ განათლებაა ის, რაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში დაეხმარება.