მკვლევარი

კახი ქენქაძე

მკვლევარი

kenkadzekakhi@yahoo.com

ბიოგრაფია

კახი ქენქაძე დაიბადა 1963 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის 24- საშუალო სკოლა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ხოლო 1992 წელს იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1992-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის  ადმინისტრაციაში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ. 1999 წელს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. 

2003 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგ პოზიციებზე: აშშ-ს სამმართველოს უფროსი; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007 - 10 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად და  2014-18 წლებში კი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის  თანამდებობას იკავებდა.

2003 წელს მიენიჭა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის საპატიო წოდება. 1998-99 წლებში მუშაობდა ალბანეთში ეუთოს მისიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად ქალაქ კრუმაში, ხოლო 1999 წელს გაეროს მისიის არჩევნების ოფიცრად აღმოსავლეთ ტიმორზე. 

არის ორი წიგნის ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე.
 

სემ ჰანტინგტონი

16 აგვ. 2023
კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება, რომელიც ჰარვარდში გავიცანი, სემ ჰანტინგტონი იყო. „ცივილიზაციათა შეჯახების“ ავტორი ძალიან ორიგინალური აზროვნებით გამოირჩეოდა. იგი ჩვენი  ცენტრის ყოფილი დირექტორი იყო და იქვე ეწეოდა სამეცნიერო კვლევას. ბედმა გამიღიმა, ოფისი მისი კაბინეტის...
სრულად წაკითხვა

ანალიტიკური ინფორმაციები ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე

16 აგვ. 2023
ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკური წარმატების ფორმულები და სავაჭრო ომი   13 ნოემბერს, ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი მწერლის, პუბლიცისტისა და ანალიტიკოსის, თომას ფრიდმანის ანალიტიკურ- დიდაქტიკური სტატია სახელწოდებით „ჩინეთო და ტრამპო, მომისმინეთ!“ , რომ...
სრულად წაკითხვა

ჰენრი კისინჯერი

30 ნოე. 2023
2023 წლის 29 ნოემბერს, ასი წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიო დიპლომატიის  თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლიტიკური მეცნიერი, გეოპოლიტიკური კონსულტანტი და პოლიტიკოსი, ჰენრი კისინჯერი. მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და   სახელმწიფ...
სრულად წაკითხვა

დიპლომატია და მისი განხორციელების მეთოდები 

1 დეკ. 2023
შესავალი   დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც მას, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა და სტრატეგიების  მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებ...
სრულად წაკითხვა

ჯონ კორნბლუმი

22 დეკ. 2023
გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე, ჯონ კორნბლუმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს მსოფლიო დიპლომატიის უდიდესი დანაკარგია.  ბატონ კორნბლუმს განსაკუთრებული როლი მიუძღვის ბერლინის კედლის დანგრევისა და, შემდგომ, გერმანიის...
სრულად წაკითხვა