მკვლევარი

რევაზ ჩხეიძე

საგარეო პოლიტიკის საკითხთა მრჩეველი

chkheidrezo@gmail.com

Twitter - @ChkheidzeRevaz
ბიოგრაფია

რევაზ ჩხეიძე არის „ჯეოქეისის“ მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პოლიტიკა.

რევაზ ჩხეიძეს საჯარო სამსახურში 30 წელზე მეტი, დიპლომატიურ სამსახურში კი 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი, ამასთანავე, არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ასევე, 10 წელია  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მათ შორის ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა ევროკაშირის სამართალი, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საფუძვლები, შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამედროვე პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ილიას სახელმწიფო, სულხან საბა ორბელიანის, საქართველოს უნივერსიტეტებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).  

რევაზ ჩხეიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი სწავლობდა პარიზის მე-2 უნივერსიტეტში ევროპული გაერთიანების სამართალის სპეციალობით; მას გავლილი აქვს ესტონეთის დიპლომატიის აკადემიის, გერმანიაში საერთაშორისო და უსაფრთხოების სწავლების კოლეჯის, ჟენევის საერთაშორისო და განვითარების სწავლების უმაღლესი ინსტიტუტის, საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს,  ტრეინინგებისა და კვლევის გაეროს ინსტიტუტის სხვადასხვა მოკლევადიანი და საშუალო ვადიანი სასწავლო კურსები და ტრეინინგები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, დიპლომატიური მოლაპარაკებების პრაქტიკის, აშშ-ს 21 საუკუნის საგარეო პოლიტიკის, დაზვერვის ანალიტიკური საქმიანობის, სტრატეგიული ლიდერობის, მშვიდობის დამყარებისა და პრევენციული დიპლომატიის მიმართულებებით. 

მან ასევე გავლილი აქვს საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა  აშშ-ში კონგრესმენის ოფისში; იყო ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანი დამკვირვებელი. 

რევაზ ჩხეიძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია ევრიკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე.