მკვლევარი

გიორგი შალამბერიძე

მკვლევარი

giorgishalamberidze@lbp.ge

ბიოგრაფია

გიორგი შალამბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2020 წელს დაასრულა, ხოლო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Master of Laws in International Legal Studies) 2023 წელს, სადაც მან მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება უნივერსიტეტის და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების შედეგად. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ის ასევე ესწრებოდა ლექციებს ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლებშიც და არჩეული იყო 600-ზე მეტი საერთაშორისო კურსელის წარმომადგენლად ჯორჯთაუნის ყველაზე დიდ სტუდენტურ ორგანოში, რომელმაც ის იანვარში დაასახელა საუკეთესო წარმომადგენლად. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა 2023 წელს გიორგის სტუდენტურის ელჩს სტატუსიც მიანიჭა.  

ის, ასევე,  იყო სხვადასხვა სტუდენტური კლუბების წევრი, როგორიცაა SFS Committee on China, Anti-Poverty Society, International Arbitration Society და სხვა. 

გარდა ამისა, გიორგის გავლილი აქვს კურსები უტრეხტის უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის მიმართულებით და გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში (სამართალი და გლობალიზაცია).  ის ასევე იყო გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (IRZ) სტიპენდიატი 2019 წელს, რის შედეგადაც ქალაქ ბონში ესწრებოდა კურსებს გერმანულ სამართალზე.

გიორგიმ თავის პარტნიორებთან ერთად 2021 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია “LBP Law”, რომელიც მუშაობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით (მანამდე ის მუშაობდა დიდ ოთხეულის წევრ PricewaterhouseCoopers-ში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში).

გიორგის ინტერესის სფეროებს წარმოადგენს გლობალური გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა, საერთაშორისო ბიზნესი და სამართალი.
 

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - ვენიდან თბილისამდე

14 დეკ. 2023
პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს სალომე წიკლაურთან, რომელიც ცხოვრობდა და სწავლობდა ავსტრიის დედაქალაქში ვენაში, საიდანაც დაბრუნდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნიდან აგრძელებს თავის წარმატებულ ისტორიას.    - სალომე, გამარჯობა,...
სრულად წაკითხვა

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - ლონდონიდან თბილისამდე

29 დეკ. 2023
პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს მაია მუმლაძესთან, რომელიც არის ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული და დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა საქართველოში.   - მაია, მოგესალმებით! სასიამოვნოა თქვენთ...
სრულად წაკითხვა

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - ჰამბურგიდან თბილისამდე

11 იან. 2024
პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს საქართველოში დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდების ისტორია - ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს დავით გვენეტაძესთან - ის გერმანიის წამყვან სამართლის სკოლაში სწავლის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოშ...
სრულად წაკითხვა

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - სტრასბურგიდან თბილისამდე

25 იან. 2024
პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს ანა არაბულთან, რომელიც ცხოვრობდა სტრასბურგში. ის  დაბრუნდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნიდან აგრძელებს თავის წარმატებულ ისტორიას.    - ანა, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა დ...
სრულად წაკითხვა

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - როტერდამიდან ბათუმამდე

14 თებ. 2024
“ჯეოქეისის“ პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს დავით ვარშანიძესთან. პროექტის მიზანია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდების წარმატების ისტორიების საზოგადოებისათვის გაზიარება და ჩვენება იმისა, რომ მასშტაბური წ...
სრულად წაკითხვა

„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით” - სლოვაკეთიდან საქართველომდე

12 მარ. 2024
- თემო, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის.  თემო, თქვენ სწავლობდით ბრატისლავაში, სლოვაკეთში საუკეთესო კომენიუსის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში.  დღეს რას საქმიანობთ? - მ...
სრულად წაკითხვა