მკვლევარი

კარლო (კახა) სიხარულიძე

მრჩეველთა საბჭოს წევრი

kaha9295@gmail.com

ბიოგრაფია

ელჩი კარლო (კახა) სიხარულიძე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრია.

მისი დიპლომატიური კარიერა 1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და იკავებდა ისეთ თანამდებობებს როგორიცაა:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის პირველი მდივანი;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

- კონსული თურქეთში საქართველოს საელჩოში (ანკარა);

- პოლიტიკური მრჩეველი საბერძნეთში საქართველოს საელჩოში (ათენი);

- ეუთოს სამმართველოს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი - სფოუქსმენი;

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

- საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.

კახა სიხარულიძეს ასევე იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, მალტაში და სან მარინოში. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. 

იგი გახლავთ იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი 2005 წლიდან. 

2021-2023 წლებში იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.

კახა სიხარულიძე გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის ავტორი მონოგრაფიისა - „ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა“, რომელიც 1990 წელს თბილისში გამოიცა.

თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.