"ჯეოქეისის" მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე დემოკრატიული კულტურის შესახებ გამართულ სემინარზე სიტყით გამოვიდა

"ჯეოქეისის" მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე სიტყვით გამოვიდა სემინარზე, სახელწოდებით „არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ“, რომელიც 13 - 16 მარტს ქ. ბორჯომში ჩატარდა. სემინარი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და ევროპის საბჭოსთან ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიება გახსნეს და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ; ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მელინე არაკელიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა, ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა, და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინნიკოვმა. 


სემინარზე იმსჯელეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, დემოკრატიზაციის საკითხები, ქვეყნის ფუნდამენტური შიდა და საგარეო გამოწვევები. დისკუსიები ასევე შეეხო ავტოკრატიულ და ჰიბრიდულ პოლიტიკურ რეჟიმებში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პერსპექტივებს.


სიტყვით გამოსვლისას ლიანა ჯერვალიძემ ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის შესაძლებლობებზე და განიხილა ტრადიციული და პოტენციური სატრანსპორტო დერეფნები მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.


ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, მედიისა და აკადემიური წრეების, ასევე საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

 


 

გააზიარე: