მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს მკვლევრის პოზიციაზე ლუკა ოქროპირაშვილი შემოუერთდა. ლუკა ამჟამად ვებსტერის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს და მის სპეციალიზაციას პოლიტიკური ეკონომიკა, გლობალური მმართველობა და საერთაშორისო უსაფრთხოება წარმოადგენს.
აკადემიური საქმიანობის პერიოდში, ლუკამ საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა საერთაშორისო საკითხების ანალიზის, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების დინამიკის შეფასების კუთხით. მისი განათლება მოიცავს შეერთებულ შტატებში, ბელგიასა და საქართველოში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების უფრო ფართო ანალიზის საშუალებას აძლევს.
აკადემიურის გარდა, ლუკა აქტიურადაა დაკავებული კვლევითი საქმიანობით, თანამშრომლობს სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებთან, მედია ორგანიზაციებთან და სარედაქციო პლატფორმებთან. ეს გამოცდილება მას ეხმარება იყოს დეტალურად ინფორმირებული აქტუალური საერთაშორისო თემების, გლობალური გამოწვევებისა და რეგიონული განვითარების საკითხების თაობაზე.
„გვახარებს ლუკას შემოერთება ჩვენს გუნდში. მისი აკადემიური მიღწევები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საქმიანობასა და მისიას, ხელი შევუწყოთ ინფორმირებულ დიალოგს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე“, - განაცხადა ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.