ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” ალუმნიმ, გული ბეკურიშვილმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სასწავლო პროგრამაში სახელწოდებით Caspian Basin Studies (CBS) 2021

ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” წარდგინებით, ორგანიზაციის ალუმნიმ, გული ბეკურიშვილმა  13 - 20 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ბაქოში, აზერბაიჯანში, გამართულ ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამაში სახელწოდებით Caspian Basin Studies (CBS) 2021, რომელიც ხორციელდება ADA University Executive Education პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროგრამაში ჩართული იყო 21 პრაქტიკოსი დიპლომატი და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელი მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. ADA უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა დაარსდა 2007 წელს, რომელიც ამზადებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საჯარო მოხელეებსა და  დიპლომატებს.  
 

სასწავლო პროგრამა მოიცავდა 4 მოდულს - 1. ეკონომიკა და განვითარება, 2. საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება,  3. პოლიტიკა, რელიგია და საზოგადოება, 4. ენერგოპოლიტიკა და გარემო. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ  უახლესი ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე უნივერსიტეტის პროფესორებისგან, მოქმედი და ყოფილი დიპლომატებისგან და მთავრობის წარმომადგენლებისგან. სასწავლო პროგრამა სიტყვით გახსნა ADA უნივერსიტეტის ასოცირებულმა ვიცე-რექტორმა, აიგუნ ჰაჯიევამ.  მონაწილეები შეხვდნენ წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, ჰიკმეთ ჰაჯიევს, პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 
 

კურსის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი ღონისძიება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სამინისტროს წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ ისაუბრა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები. 
 

ლეილა აბდულაევამ ტვიტერზე გამოაქვეყნა: 
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა უცხოური ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ADA University Caspian Basin Studies Program-ის ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მათ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვუმასპინძლეთ და ვისაუბრეთ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე პოსტ-კონფლიქტურ ზონაში.“
 

მონაწილეებმა მოინახულეს მთიანი ყარაბაღი, ასევე, ქალაქი აღდამი (ცნობილი როგორც “Ghost Town”, “Hiroshima of Caucasus), იმირატი პანაჰ ალი-ხანის სასახლე, აზერბაიჯანის პურის მუზეუმი, აღდამის მეჩეთი და სხვა კულტურულ-ისტორიული ნაგებობები. 
 

კურსი ოფლაინ სივრცეში, უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდა და გასვლითი ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით განხორციელდა. 

გააზიარე: