შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისის ხელმძვანელთან საქართველოში

2019 წლის 9 დეკემბერს ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "ჯეოქეისი" არაფორმალური ფორმატის რიგით მესამე შეხვედრა გამართა სახელწოდებით "Corporate World Series".


შეხვედრაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისის ხელმძვანელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი.


ღონისძიებაც მოდერატორობას უწევდა "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, რომელმაც ღონისძიება გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მონაწილეთა შორის იყვნენ ქართველი ექსპერტები, მკვლევარები და ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციებისა და შენიშვნების განხილვა და პრაქტიკული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებული მხარეებისათვის მისაწოდებლად.


მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეგულაციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ლარიზაციის პოლიტიკა.   


"ჯეოქეისი"-ს მიერ ორგანიზებულ არაფორმალური ღონისძიებების სერია, აქტუალური თემატიკის განხილვაში ცნობილი და ავტორიტეტული პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოწვევასა და ჩართვას ემსახურება. 

 

ღონისძიების სატელევიზიო სიუჟეტი

გააზიარე: