ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმზე

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მიწვეულია მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით „სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობის ახალი სივრცეების ძიება“, რომელიც 2025 წლის 18–20 ივნისს სომხეთში გაიმართება.


ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე - „ახალი გეოპოლიტიკური რეალობები და რეგიონული თანამშრომლობა.“ სესია დაეთმობა სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონში მზარდი ცვლილებების ანალიზს, განიხილავს ახალ ალიანსების შესაძლებლობებს, გლობალურ კონკურენციას და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლობის ფორმატებზე. განხილული იქნება ბოლოდროინდელი კონფლიქტების შედეგები, ასევე, საერთაშორისო აქტორების  მავალმხრივი ჩართულობის შესაძლებლობები სტაბილურობისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის.


დისკუსიის ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ რეგიონულ სახელმწიფოებს – მათ შორის საქართველოსა და სომხეთს – ეფექტურად გაუმკლავდნენ მზარდ გეოპოლიტიკურ სირთულეებს და უზრუნველყონ სტრატეგიული, მდგრადი პარტნიორობა.


ფორუმის ფარგლებში, დაგეგმლია სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლების გამოსვლა. ასევე, დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც შეეხება სომხეთ-საქართველოს მიმდინარე ურთიერთობებს, განათლებას, კულტურული და აკადემიური კავშირების გამყარებას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანალიტიოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტები.


კონფერენცია მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მხარეებს შორის ნდობის გაძლიერებას, პოლიტიკური დიალოგის გაფართოებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

გააზიარე: