ვიქტორ ყიფიანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისაგან (IRI) მადლობის წერილი მიიღო

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტის, დანიელ ტვინინგისგან ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ჯეოქეისმა“ IRI- ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის (Transatlantic Security Initiative) პროგრამის მონაწილეებს გასულ წელს მათი თბილისში ვიზიტის დროს უმასპინძლა.

 

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივა (TSI) წარმოადგენს ყოველწლიურ პროგრამას, რომელიც პოლიტიკის მაღალი კლასის ექსპერტებს, პარლამენტის წევრებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სტაფერებს საშუალებას აძლევს უშუალოდ პირველადი წყაროდან მიიღონ სპეციალისტთა დასკვნები და გაიზიარონ გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გასაძლიერებლად, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის - აშშ-სა და ევროპაში მის დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელით, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრისათვის საქართველოში. თქვენი მხრიდან გაზიარებული მოსაზრებები ფასდაუდებელი მნიშვნელობის აღმოჩნდა ჩვენი მკვლევრებისათვის. პროგრამაში თქვენ მიერ შეტანილმა წვლილმა უზრუნველყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების წარმატებით გაღრმავება და  ხელს უწყობს ჩვენს დემოკრატიებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მზადყოფნაში“ - აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანისადმი გამოგზავნილ წერილში.

 

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობას. იგი მზადაა მიაწოდოს მათ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიუკერძოებელი ინფორმაცია და დამოუკიდებელი ანალიზი ქვეყანაში მიმდინარე  პროცესების თაობაზე.

გააზიარე: