თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი
gantadze@geocase.geგიორგი ანთაძე "ჯეოქეისის" თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარია. იგი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების მკვლევარია და დაინტერესებულია საბრძოლო მოქმედებების, სტრატეგიისა და თავდაცვის თემებით, აგრეთვე, გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობებით.
გიორგი თანამედროვე საომარი მოქმედებების, სტრატეგიული აზროვნების, გეოპოლიტიკური და სამხედრო ისტორიის შესახებ მრავალი სტატიისა და პუბლიკაციის ავტორია. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია ადგილობრივ პერიოდულ გამოცემებსა და ელექტრონულ ჟურნალებში.
იგი, ასევე, კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და იყო თავდაცვის პროგრამების ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ამჟამად პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარია თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. იგი, ასევე, გახლავთ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ვებ-გვერდის, www.strate.ge დამფუძნებელი.